საგარანტიო პირობები

საგარანტიო პირობები

ComfortMix-ში შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომხმარებლის უფლებები.

თუ პროდუქტს აღმოაჩნდა ქარხნული ხარვეზი, მომხმარებელს უფლება აქვს მოითხოვოს:

  • პროდუქტის შეკეთება;
  • პროდუქტის შეცვლა;
  • ფასის შემცირება;
  • ან თანხის დაბრუნება კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საგარანტიო მომსახურება არ ვრცელდება

  • ფიზიკურ დაზიანებაზე;
  • არასწორი გამოყენებით გამოწვეულ პრობლემებზე;
  • ბუნებრივ ცვეთაზე;
  • წყლის, დარტყმის ან გარე ზემოქმედებით გამოწვეულ დაზიანებაზე;
  • დაზიანებულ შეფუთვაზე ან აქსესუარებზე.

მომხმარებელი ვალდებულია პროდუქტის მიღებისთანავე შეამოწმოს მისი ვიზუალური მდგომარეობა და კომპლექტაცია. მიღების შემდეგ ვიზუალურ დაზიანებაზე პრეტენზია არ მიიღება.

საგარანტიო მომსახურებისთვის შესაძლოა საჭირო იყოს შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

გაბარიტული ტექნიკის შემთხვევაში სერვისის პროცედურები ხორციელდება შესაბამის სერვის ცენტრთან შეთანხმებით.

თუ ტექნიკის შეკეთება ვერ მოხერხდა კანონით განსაზღვრულ ვადაში, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს კანონით გათვალისწინებული უფლებებით.