კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ComfortMix მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ახორციელებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად.

ჩვენ ვაგროვებთ მხოლოდ იმ ინფორმაციას, რომელიც აუცილებელია:

  • შეკვეთის გაფორმებისა და მიწოდებისთვის;
  • მომხმარებელთან კომუნიკაციისთვის;
  • მომსახურების გაუმჯობესებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

შესაძლოა დამუშავდეს შემდეგი ინფორმაცია

  • სახელი და გვარი;
  • ტელეფონის ნომერი;
  • ელფოსტა;
  • მიწოდების მისამართი;
  • შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაცია.

შეკვეთის მიწოდების მიზნით, მონაცემები შესაძლოა გადაეცეს პარტნიორ საკურიერო კომპანიებს.

ComfortMix იყენებს უსაფრთხოების შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს მომხმარებლის მონაცემების დასაცავად, მათ შორის არასანქცირებული წვდომის, დაკარგვის ან დაზიანების თავიდან ასაცილებლად.

ვებგვერდი იყენებს “ქუქი” (Cookies) ფაილებს საიტის გამართული მუშაობისა და მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესებისთვის. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, მომხმარებელი ეთანხმება “ქუქი” ფაილების გამოყენებას.

მომხმარებელს უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოითხოვოს საკუთარი მონაცემების განახლება, წაშლა ან მარკეტინგული კომუნიკაციის შეწყვეტა.