პროდუქციის დაბრუნების პირობები

ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნების პირობები

ComfortMix-ში ონლაინ შეძენილი პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი არის გაუხსნელი, გამოუყენებელი და სრულად შენარჩუნებულია მისი საწყისი მდგომარეობა.

დაბრუნებისთვის აუცილებელია

  • პროდუქტი იყოს იმავე მდგომარეობაში, როგორშიც მომხმარებელმა ჩაიბარა;
  • სრულად შენარჩუნებული იყოს ორიგინალი შეფუთვა;
  • პროდუქტს არ აღენიშნებოდეს გამოყენების ან დაზიანების კვალი;
  • თან ახლდეს ყველა აქსესუარი და კომპლექტაცია.

გთხოვთ გაითვალისწინოთ

  • თუ დაზიანებულია პროდუქტის შეფუთვა, პროდუქტი დაბრუნებას არ ექვემდებარება, მიუხედავად იმისა გამოყენებულია თუ არა.
  • გახსნილი ან გამოყენებული პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია.
  • დაბრუნებისას პროდუქტი გადის ვიზუალურ შემოწმებას.

ტრანსპორტირების ხარჯი

დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს ფარავს მომხმარებელი:

  • გაბარიტული ტექნიკის შემთხვევაში — 150₾
  • მცირე ზომის ტექნიკის შემთხვევაში — 20₾

ComfortMix იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს დაბრუნებაზე, თუ პროდუქტი არ აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ პირობებს.