მიწოდების წესები და პირობები

მიწოდების წესები და პირობები

ComfortMix-ის შეკვეთების მიწოდება ხორციელდება საკურიერო კომპანია OnWay-ის მეშვეობით, საქართველოს მასშტაბით.

მიწოდების პირობები

  • ამანათის მიწოდება ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისასვლელი გზა არის გამართული და ასფალტირებული.
  • თუ მისამართამდე მისასვლელი გზა რთულად სავალია ან არ არის ასფალტირებული, კურიერი ამანათს ჩააბარებს უახლოეს შესაძლო ლოკაციაზე ან შეთანხმებულ ადგილზე.
  • 5 კგ-მდე ამანათი ბარდება კარამდე, ხოლო 5 კგ-ზე მეტი — სადარბაზომდე.
  • კურიერის ვალდებულებაში შედის მხოლოდ პროდუქტის ავტომობილიდან ჩამოტანა. პროდუქტის სართულზე ატანა ან საცხოვრებელში შეტანა მომსახურებაში არ შედის.
  • კურიერი არ არის ვალდებული დაესწროს ამანათის გახსნის პროცესს ან გასცეს პასუხი პროდუქტთან დაკავშირებულ შეკითხვებს.
  • პროდუქტის ან შეკვეთის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ComfortMix-ს ტელეფონის ნომერზე ან სოციალური ქსელების საშუალებით.
  • კურიერი წინასწარ უკავშირდება მიმღებს მიწოდების დროის შესათანხმებლად.
  • თუ მიწოდების პროცესი გაჭიანურდება, კურიერს უფლება აქვს დატოვოს მისამართი 10 წუთის შემდეგ.
  • თუ მიმღები არ პასუხობს ზარს ან ვერ ხერხდება ჩაბარება, ამანათი გადადის განმეორებით მიწოდებაზე.
  • თუ ამანათი მომხმარებლის მიზეზით ვერ ჩაბარდა, მისამართზე განმეორებითი მიწოდება 2-ჯერ ხორციელდება უფასოდ.
  • თუ ამანათი მომხმარებლის მიზეზით ვერც განმეორებითი მიწოდებისას ჩაბარდა, მესამე მიწოდება იქნება ფასიანი: გაბარიტულ ტექნიკაზე — 80₾, ხოლო მცირე ზომის ტექნიკაზე — 20₾.
  • იმ შემთხვევაში, თუ ამანათი 5 სამუშაო დღის განმავლობაში ვერ ჩაბარდა მიმღების მიზეზით, შეკვეთა ბრუნდება საწყობში.

ამანათის მიღება

  • ამანათის მიღებისას მომხმარებელმა უნდა შეამოწმოს შეფუთვის მდგომარეობა.
  • ამანათის გახსნა ჩაბარებამდე არ ხდება. გახსნილი ამანათი ითვლება ჩაბარებულად.
  • მიღების დადასტურება ნიშნავს, რომ მომხმარებელმა პროდუქტი ვიზუალურად გამართულ მდგომარეობაში ჩაიბარა.

მიწოდების ვადები

  • თბილისის მასშტაბით: 1-5 სამუშაო დღე
  • რეგიონებში: 3-10 სამუშაო დღე

გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო მიწოდების ვადა შესაძლოა შეიცვალოს, რის შესახებაც მომხმარებელი წინასწარ მიიღებს ინფორმაციას.